суббота, 28 сентября 2013 г.

1. პროექტის სახელწოდება:


" დასავლური ღირებულებები და საქართველო"


2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)  1-2  წინადადებით: დასავლური ლიტერატურული პარადიგმები ქართულ ლიტერატურაში.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  გაეცნობიან დასავლურ კულტურას, ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას,  ლიტერატურის  განვითარების საფეხურებს, რის შედეგადაც განუვითარდებათ  კვლევის, ანალიზის, ინფორმაციის დახარისხების, სინთეზირების  და შეფასების უნარები; თანამშრომლობის უნარი, შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

4. პროექტის მიზნები: გააცნოს მოსწავლეებს დასავლეთის ქვეყნების ლიტერატურული ტრადიციები, მისი განვითარების გზა, XIX -XX  სუკუნეების ძირითადი ლიტერატურული ტენდენციები; დაანახოს მოსწავლეებს მშობლიური  ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში;  გამოუმუშაოს მათ განსხვავებული ცნობიერებისა და უცხო ღირებულებების  გაგების უნარი.

5. მონაწილეთა ასაკი: X კლასი- 14-15 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის სექტემბერი- 2014 წლის  მაისი.

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: დაიწერება რეფერატები შერჩეული ქვეყნების  ლიტერატურული და კულტურული ტრადიციების შესახებ, მომზადდება შესაბამისი სლაიდ-შოუები და პოსტერები. ასევე, სეჯამების- რეფლექსიის მიზნით გაევლება პარალელი ქართულ კულტურულ და  ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან.

8. პროექტოსათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, პროექტორი, ფორმატი, მარკერები,ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, რუკა, ბიბლიოთეკა.

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1. პროექტის იდეა გაჩნდა იმის შემდეგ, როცა მოსწავლეები გაეცნენ  საგნის შინაარსს, ეს არის არჩევითი საგანი და , ბუნებრივია , თინეიჯერებში აქტუალურია  თავისუფალი აზროვნებისადმი სწრაფვა, ასევე, დიდია ინტერესი   დასავლური-  ამერიკული და ევროპული ღირებულებების მიმართ.  სწორედ ამიტომ შევთავაზე მათ მოგვემზადებინა პროექტი, მოგვეძიებინა საინტერესო  ინფორმაციები სხვადასხვა საშუალებებით,შეგვეკრიბა  და  წარმოგვედგინა  წლის ბოლოს პრეზენტაციის სახით.   2.  მოსწავლეები დაიყვნენ  წყვილებად და აირჩიეს სასურველი ქვეყნები:საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია,ესპანეთი,  პოლონეთი,დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, კოლუმბია, ამერიკა.3. პირველ რიგში მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიოში არსებულ  ანბანთა  ისტორიასა და წარმომავლობას, მათგან გამოყოფენ დასავლურებს, დაადგენენ შერჩეულ ქვეყანას აქვს თუ არა საკუთარი ანბანი და თუ არ აქვს, საიდან მომდინარეობს მათი დამწერლობა. აქვე გაევლება პარალელი  ქართული დამწერლობის წარმომავლობასთან.  4.ამის შემდეგ იკვლევენ ქვეყნების მდებარეობას რუკაზე, ისტორიას,  ლიტერატურულ ტენდენციებს. 5. გამოყოფენ  შერჩეული ქვეყნების XIX- XX სს. ერთ მწერალს მაინც. მოიძიებენ მის ბიოგრაფიას, შემოქმედებას და  ისაუბრებენ ერთ კონკრეტულ ლიტერატურულ  ნაწარმოებზე. 6. გაავლებენ პარალელს ამავე ეპოქის ქართველ მწერალთან და დაადგენენ მსგავსება-განსხვავებას.

10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი აქვს ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ქართულ ლიტერატურასტან, ხელოვნებასთან.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან--სტანდარტი--არჩ.დას. შედეგი თვალსაჩინოა თუ: არჩ.დას. X/XI/XII.5. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის  დაწერა XIX -XX საუკუნეების  დასავლური ლიტერატურის შესახებ;    არჩ. დას. X/XI/XII. 8. მოსწავლეს შეუძლია  ქართული ლიტერატურული  ტექსტების გააზრება XIX-XX სს. დასავლური ლიტერატურის კონტექსტში.

11.პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ვეფხვაძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarvepxvadze@gmail.com

13. პოექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamarvepxvadze.blogspot.com